პირველი ეტაპი გეოგრაფიული პრინციპით გაიმართა | საქართველოს თასი
პირველი ეტაპი გეოგრაფიული პრინციპით გაიმართა | საქართველოს თასი

დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის 2019 წლის გათამაშების პირველი ეტაპის მონაწილეები და მეტოქეები გაირკვა.

წილისყრა დღეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში გაიმართა, სადაც ცნობილი გახდა, რომ პირველ ეტაპზე რეგიონული ლიგის 52 გუნდი ითამაშებს, წილისყრა კი გეოგრაფიული პრინციპის გათვალისწინებით ხუთ ეტაპად გაიმართა.

თითოეულ ჯგუფში მატჩები ერთ წრედ ჩატარდება – პირველ ნომრად ამოსული გუნდი შინ ეთამაშება მეორე ნომერს, გასვლით მატჩს გამართავს მესამე ნომერთან, ამ მატჩებს შორის კი მეორე ნომერი უმასპინძლებს მესამე ნომერს.

1 ჯგუფი – სქური, კორცხელი, იმერეთი-2
2 ჯგუფი – სამგურალი-2, მეტა, მაჭახელა
3 ჯგუფი – ჩხერიმელა, ივერია, მარგვეთი 2006
4 ჯგუფი – მერცხალი, დინამო-2 ბთ, საირმე
5 ჯგუფი – რაჭა, ზესტაფონი, ტორპედო-2
6 ჯგუფი – სალხინო, ხიხანი, ზანა
7 ჯგუფი – სულორი, ბახმარო-2, ჩიბათი
8 ჯგუფი – საქართველოს უნივერსიტეტი, ცხინვალი-2, გლდანი
9 ჯგუფი – გაგრა-2, დიდუბე 2014, კოლხა
10 ჯგუფი –  დინამო სხ, დერბი, მერანი-2
11 ჯგუფიგიფა, მარკ სტარსი, 35-ე სკოლა
12 ჯგუფი – ცხუმი, ევროპა, იბერია 2010
13 ჯგუფი – კოლხი, დომინანტი, ლიახვი აჩ
14 ჯგუფი – თბილისი, თბილისი 2016, ვიტ ჯორჯია-2
15 ჯგუფი – გარდაბანი, რუსთავი-2, სართი
16 ჯგუფი – მესხეთი, აბული, თორი
17 ჯგუფი – ლიახვი ცხ, ალაზანი, ჰერეთი

თასის გათამაშება სტარტს 11 მარტს აიღებს. ამ ეტაპიდან გასულ 18 გუნდს თასის მეორე ეტაპზე ლიგა 4-ის 10 გუნდი შეუერთდება.