პირველი ბრძოლა და გამარჯვება - ტოჩინოშინმა ნაგოია ბაშო მოგებით დაიწყო [ვიდეო] #1TVSPORT
დღეს, 10 ივლისს ნაგოიაში დაიწყო სუმოს სუპერტურნირი, რომელიც 24 ივლისის ჩათვლით გაიმართება. ქართველი მებრძოლი ლევან გორგაძე, იგივე ტოჩინოშინი, რომელიც აღმოსავლეთის მე-8 მაეგაშირას წოდებით ასპარეზობს, პირველ შეხვედრაში მე-7 მაეგაშირა ჰოკუტოფუჯის შეხვდა, რომელთანაც ტოჩინოშინს აქამდე 5 მოგება და 6 მარცხი ჰქონდა.
ბრძოლა მძლავრი შეჯახებით დაიწყო და რამდენიმე წამში ტოჩინოშინმა მეტოქე ჰატაკიკომის ილეთით დაამარცხა.
ხვალ გორგაძის მეტოქე მე-7 მაეგაშირა ოკინოუმი იქნება, რომელმაც ტოჩინოშინისგან განსხვავებით, ნაგოია ბაშოზე თავისი პირველი შეხვედრა წააგო.