პირველი არხის ავტოპარკის განახლება გაგრძელდება 
პირველი არხის ავტოპარკის განახლება გაგრძელდება 

საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის დირექტორის გიორგი გვიმრაძის განცხადებით, პირველი არხის ავტოპარკის განახლება მომავალ წელსაც იგეგმება.

როგორც გიორგი გვიმრაძემ აღნიშნა, ავტოპარკის განახლება დღის წესრიგში ადრეც იდგა, რადგან მანქანების დიდი ნაწილი მწყობრიდან იყო გამოსული, თუმცა არხს მაშინ სხვა გამოწვევები ჰქონდა.

„ავტოპარკის განახლების პროცესი გაგრძელდება და მომავალ წელს დასრულდება. უკვე რამდენიმე წელია, საზოგადოებრივი მაუწყებლის ავტოპარკს სჭირდება განახლება, წინა წლებში გარკვეული პრობლემების გამო, ვერ ხერხდებოდა რესურსის მობილიზება, რადგან სხვა ამოცანები იდგა. შესაბამისად, წელს უკვე საბოლოოდ მოხერხდა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის, ავტოპარკის გარკვეული ნაწილი განახლდა და ეს არ არის დასრულებული პროცესი, რადგან 20 ავტომობილი არ არის საკმარისი. შესაბამისად, ეს პროცესი გაგრძელდება მომავალ წელსაც, ეს დასაწყისია და მომავალ წელს ალბათ დასრულდება, რა თქმა, უნდა გარკვეული ვადით, რადგან ავტომობილებს თავის ექსპლუატაციის ვადა აქვთ“, – განაცხადა გიორგი გვიმრაძემ.

პირველმა არხმა მაღალი გამავლობის, „სუზუკი ვიტარას“ მარკის 20 ახალი მსუბუქი ავტომობილი შეიძინა.