პირველმა არხმა მაღალი გამავლობის ახალი ავტომობილები შეიძინა [ფოტო, ვიდეო]

პირველმა არხმა მაღალი გამავლობის, „სუზუკი ვიტარას“ მარკის 20 ახალი მსუბუქი ავტომობილი შეიძინა.

ავტომობილების შეძენაზე ელექტრონული ტენდერი იყო გამოცხადებული, მასში მონაწილეობდა ორი კომპანია – სს „ფრანს ავტო“ და შპს „ჯი-თი მოტორსი“. ტენდერში „ჯი-თი მოტორსმა“ გაიმარჯვა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ფინანსებისა და ადმინისტრაციის ბლოკის დირექტორის, ნოდარ ჭიჭინაძის განცხადებით, ერთი ავტომობილი 36 441 ლარი 60 თეთრი დაჯდა, რაც რეალურ საბაზრო ფასზე 12 ათასი ლარით ნაკლებია.