პირველი ამხანაგური შეკრებაზე - „საბურთალო“ თურქეთში „ჰერმანშტადს“ შეხვდება #1TVSPORT
პირველი ამხანაგური შეკრებაზე - „საბურთალო“ თურქეთში „ჰერმანშტადს“ შეხვდება #1TVSPORT

პირველ თებერვალს „საბურთალო“ თურქეთში პირველ ამხანაგურ მატჩს გამართავს – საქართველოს თასის მფლობელის მეტოქე რუმინეთის ლიგა-2-ის „ჰერმანშტადი“ იქნება, რომელიც გათამაშების ცხრილში მეორე ადგილზეა და უძლიერესთა რიგებში დაბრუნება სურს.

მატჩი ქალაქ ბელეკში გაიმართება და თბილისის დროით 16:30 საათზე დაიწყება. თბილისელთა მოწინააღმდეგე ძირითადად ადგილობრივი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული, თუმცა კლუბში ირიცხებიან იაპონიის, განას, ნიდერლანდებისა და ხორვატიის ფეხბურთელები.

შეგახსენებთ, რომ „საბურთალო“ სეზონს სხვა ქართულ გუნდებზე ადრე გახსნის. 20 თებერვალს საქართველოს სუპერთასისთვის ლევან კორღალიძის გუნდი ეროვნული ლიგის გამარჯვებულს, ბათუმის „დინამოს“ შეხვდება.

დავით ყიფიანის თასის გამარჯვებულ „საბურთალოსა“ და მოქმედი ჩემპიონის მატჩი ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე გაიმართება, რომელიც 18:00 საათზე დაიწყება.

თასის მოპოვება „საბურთალომ“ სწორედ ამ სტადიონზე შეძლო – შარშან, 4 დეკემბერს თბილისელებმა ფინალში წყალტუბოს „სამგურალი“ 1:0 დაამარცხეს.