პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებული 91 პაციენტი მკურნალობს
პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებული 91 პაციენტი მკურნალობს

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ამ დროისთვის  108 პაციენტი იმყოფება, მათგან 91 კოვიდინფიცირებულია.

კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, ამჟამად პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

რეანიმაციულ განყოფილებაში 10 პაციენტი რჩება, რომელთაგან რვა იმყოფება ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე. ხუთი პაციენტი ფასდება, როგორც კრიტიკული.

დღის განმავლობაში ლუგარის ლაბორატორიიდან რამდენიმე პაციენტის განმეორებითი ტესტის პასუხს ელოდებიან და უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, პაციენტები კლინიკას დატოვებენ.

ამ ეტაპზე საუნივერსიტეტო კლინიკას ახალი პაციენტები არ ჰყავს.

საქართველოში სულ კორონავირუსის 394 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 86 გამოჯანმრთელდა.