საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 394 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 86 გამოჯანმრთელდა
საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 394 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 86 გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის კიდევ ექვსი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 394 შემთხვევა არის დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელდა 86 პაციენტი.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში ოთხი პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში 5094 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 547.