პირველ არხზე დღეს დებატები პრეზიდენტობის სამ კვალიფიციურ კანდიდატს შორის გაიმართება
პირველ არხზე დღეს დებატები პრეზიდენტობის სამ კვალიფიციურ კანდიდატს შორის გაიმართება

პირველ არხზე დღეს საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის კიდევ ერთი დებატი გაიმართება.

დებატებში ამჯერად კვალიფიციური კანდიდატები ვახტანგ გაბუნია, აკაკი ასათიანი და გელა ხუციშვილი მიიღებენ მონაწილეობას.

პირველი არხი საეთერო დროს ყველა საპრეზიდენტო კანდიდატს თანაბრად უთმობს. 28 ოქტომბრამდე საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში მაყურებელს საშუალება აქვს, საპრეზიდენტო კანდიდატებს სამ სხვადასხვა ფორმატში გაეცნოს.