პირლო საქართველოს დაემშვიდობა - „ემოციური დღეები იყო, ძალიან ბევრი ფანი შემხვდა“
საქართველოში ანდრეა პირლოს ვიზიტი დასრულდა. იტალიის ნაკრების, „იუვენტუსისა” და „მილანის” ლეგენდა თბილისში სამი დღე იმყოფებოდა და მისი ვიზიტის მიზანი ერთ-ერთი ქართული კომპანიის რეკლამაში მონაწილეობა იყო.
იტალიელი ფეხბურთელი საქართველოდან ვენაში ნაშუადღევს გაფრინდა. გამგზავრებამდე ანდრეა პირლომ საქართველოში ვიზიტი შეაჯამა.
„საქართველოში გატარებული დღეებით ძალიან კმაყოფილი ვარ. თბილისში დიდი ხნის შემდეგ დავბრუნდი და საკმაოდ ემოციური დღეები გამოვიდა, რადგან ძალიან ბევრი ფანი შემხვდა. გადაღებებითაც კმაყოფილი ვარ – ამ კამპანიაში მონაწილეობა ჩემთვის საინტერესო გამოცდილებაა” – ამბობს პირლო.