„იუვენტუსმა“ ანდრეა პირლოს წასვლის შესახებ გამოაცხადა #1TVSPORT
„იუვენტუსმა“ ანდრეა პირლოს წასვლის შესახებ გამოაცხადა #1TVSPORT

„იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა ანდრეა პირლომ ტურინული გუნდი დატოვა, – ამის შესახებ კლუბის ხელმძღვანელობამ ოფიციალურად გამოაცხადა. პირლო „იუვენტუსს“ 2020 წლის ზაფხულიდან ავარჯიშებდა. ხელშეკრულება 2022 წლის ზაფხულამდე იყო ძალაში.

„მადლობა, ანდრეა. ეს პირველი სიტყვებია, რომელიც ყველამ უნდა წარმოვთქვათ ერთობლივი ცხოვრების ამ განსაკუთრებული გამოცდილების ბოლოს.

რამდენიმე თვის წინ, ანდრეა პირლომ დაიწყო თავისი ახალი თავგადასავალი „იუვენტუსის“ სათადარიგოთა სკამზე. ეს მისი პირველი გამოცდილება იყო მწვრთნელის რანგში.

ამისთვის, პირველ რიგში, საჭიროა სითამამე, აგრეთვე საკუთარი შესაძლებლობების გაცნობიერება განსაკუთრებული სირთულეებით სავსე პერიოდში, როცა სამყარო იძულებულია პანდემიის გამო, ყოველდღიურად გამოიგონოს საკუთარი თავისთვის ახალი წესები.

ანდრეაც ასე მოიქცა: მან დაიწყო ტრანსფორმაციისკენ სწრაფვა, რათა თავისი იდეები და გამოცდილება გაეზირებინა მოთამაშეებისთვის.

იმის გამო, რომ ფეხბურთში მნიშვნელოვანია მოგებები, მოდით გავიხსენოთ: რამდენიმე თვეში მან „იუვენტუსს“ ორი ტიტული მოუტანა და ბრწყინვალე გამარჯვებები გვაჩუქა ყველაზე პრესტიჟულ სტადიონებზე – „სან სიროდან“ დაწყებული „კამპ ნოუთი“ დამთავრებული.

ამ ყველაფრისთვის – მამაცობისთვის, საქმისადმი ერთგულებისთვის, მონდომებისთვისა და მიღწეული წარმატებებისთვის ჩვენ მას გულწრფელ მადლობას ვუხდით“, – წერია კლუბის განცხადებაში.

ანდრეა პირლოს ხელმძღვანელობით, „იუვენტუსმა“ მოიპოვა იტალიის თასი და იტალიის სუპერთასი.