„იუვენტუსმა“ ოფიციალურად გამოაცხადა მთავარი მწვრთნელის პოსტზე მასიმილიანო ალეგრის დაბრუნების შესახებ. 53 წლის სპეციალისტმა ტურინულ კლუბში შეცვალა ანდრეა პირლო, რომელიც პარასკევს დაითხოვეს ერთი სეზონი მუშაობის შემდეგ.
ალეგრი „იუვენტუსში“ 2014-19 წლებში მუშაობდა. მისი ხელმძღვანელობით ტურინული კლუბი ხუთჯერ გახდა იტალიის ჩემპიონი, ოთხჯერ მოიგო იტალიის თასი და ორჯერ – იტალიის სუპერთასი.
იტალიური პრესის ცნობით, ალეგრი 2024 წლის ზაფხულამდე კონტრაქტს მოაწერს ხელს. ხელფასი წელიწადში ცხრა მილიონი ევრო იქნება.
დასრულებულ სეზონში „იუვენტუსმა“ სერია A-ში მეოთხე ადგილი დაიკავა, მოიპოვა იტალიის თასი და სუპერთასი.