„პირატებმა“ „ლეხის“ ფანებთან ინციდენტზე განცხადება გაავრცელეს - პოზნანელები უხამს ჟესტებს იყენებდნენ და ბოთლები ისროლეს #1TVSPORT
„პირატებმა“ „ლეხის“ ფანებთან ინციდენტზე განცხადება გაავრცელეს - პოზნანელები უხამს ჟესტებს იყენებდნენ და ბოთლები ისროლეს #1TVSPORT

კონფერენს ლიგაზე პოზნანისლეხის“ ფანებთან მომხდარ დაპირისპირებაზე ბათუმის „დინამოს“ გულშემატკივართა კლუბმა, „პირატებმა“ განცხადება გაავრცელა.

„მიუხედავად პოლონეთში განცდილი მძიმე მარცხისა, ჩვენ თითოეული მატჩისთვის განსაკუთრებულად ვემზადებით და ასე იყო „ლეხთან“ დაპირისპირებისას – გარდა უშუალოდ მოედანზე განვითარებული მოვლენებისა, ჩვენ ჩვენი ბრძოლა ტრიბუნასა და მის ფარგლებს გარეთაც გვაქვს. ცნობილი ფაქტია, რომ „ლეხის“ ფანებს მეგობრული ალიანსი აქვთ მოსკოვის „სპარტაკთან“, რაც მათ სტუმრობას ერთი-ორად საინტერესოს ხდიდა.

მატჩამდე ნასვამი პოზნანელები სტადიონის მიმართულებით აგრესიულად დაიძრნენ და ადგილობრივი მოსახლეობის მიმართ უხამს ჟესტებს იყენებდნენ, ბათუმელთა პასუხს კი ლუდის შუშის ბოთლების სროლით უპასუხეს.

პირველი დაპირისპირებაც სწორედ ამ დროს მოხდა, პრორუს პოლონელებს „ქომაგების” რამდენიმე წევრი და ადგილობრივი მოსახლეობის მცირე ნაწილი დაუპირისპირდა. ვითარება პოლიციამ განმუხტა.

რამდენიმე წუთში კი მთავარი დაპირისპირება უკვე სტადიონთან დაიწყო, სადაც „პირატები“ ვიკრიბებოდით, ორხმრივ ჩხუბში დაახლოებით „ლეხის“ 40-მდე ფანი და ამდენივე ბათუმელი მონაწილეობდა. დაპირისპირების შემდეგ დაშავებულები ორივე მხარეს იყვნენ, რამდენიმე პოლონელს განსაკუთრებით არ გაუმართლა და პლასტიკური ქირურგის დახმარებას საჭიროებს. პოლიციამ ორივე ფანების რამდენიმე წევრი დააკავა“, – წერია ბათუმელ ქომაგთა გავრცელებულ განცხადებაში.

დატოვე კომენტარი