პიონჩანგში ოლიმპიური თამაშების პრესცენტრი გაიხსნა
პიონჩანგში ოლიმპიური თამაშების პრესცენტრი გაიხსნა

პიონჩანგის ზამთრის ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე ერთი თვით ადრე, 2018 წლის ზამთრის ოლიმპიური და პარაოლიმპიური თამაშების პრესცენტრი (MPC) გაიხსნა.

პრესცენტრი ალპენსიას კურორტზე განთავსდა და განკუთვნილია ოლიმპიადაზე აკრედიტებული 2 900-ზე მეტი ჟურნალისტისთვის. MPC თავდაპირველად იმუშავებს 08:00 საათიდან 23:00 საათამდე, 30 იანვრიდან 26 თებერვლის ჩათვლით კი 24-საათიანი სამუშაო გრაფიკი იქნება.

კომპლექსი სამი შენობისგან შედგება, აქედან ორი Alpensia Convention Hall და Alpensia Concert Hall შესაბამისად დაიტევს MPC 1 და MPC 2-ს. ამათგან პირველი სამსართულიანი შენობაა, სადაც ჟურნალისტები და ფოტოგრაფები განთავსდებიან.

აქვეა სამი საპრესკონფერენციო დარბაზი, საინფორმაციო კუთხე, ახალი ამბების კუთხე, ფოტოსამსახურის ცენტრი, დასასვენებელი კუთხე და კვების ბლოკი.

უმთავრესი საპრესკონფერენციო დარბაზი, რომელიც 500-ზე მეტ ადამიანს იტევს, განთავსებულია MPC 2-ში.
მესამე – MPC 3-ში, რომელიც მარტივი კონსტრუქციებით არის აგებული და დროებითი დანიშნულება აქვს, განთავსებული იქნება 33 მედიაოთახი და ცხრა ეროვნული ოლიმპიური კომიტეტისა და 2020 წლის ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტის ოფისი.

აქვე იქნება სოკ-ის მედია სამსახური, სოკ-ის ბილეთების კუთხე, ბუკლეტებისა თუ ბროშურების დაფა, კაფეტერია.