პიკელბოლის სამოყვარულო ტურნირი „ურბან ტროფი“ ქართულმა დუეტმა მოიგო #1TVSPORT

17:31, 10.10.2026

35-ე სკოლაში, თბილისის პიკელბოლის ფედერაციის ორგანიზებითა და სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის მხარდაჭერით, პიკელბოლის სამოყვარულო ტურნირი – „ურბან ტროფი“ ჩატარდა. ქართველ სპორტსმენებთან ერთად შეჯიბრებაში ამერიკის, ტაილანდის, უკრაინისა და ყაზახეთის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

პიკელბოლი მსოფლიოს მასშტაბით სულ უფრო იკრებს პოპულარობას, რაზეც ის ფაქტიც მეტყველებს, რომ 2028 წლის ლოს ანჯელესის ოლიმპიურ თამაშებზე საჩვენებელ სახეობათა სიაშია შეტანილი, რაც სახეობის ოლიმპიურ ოჯახში ოფიციალურად მიღებამდე ბოლო ნაბიჯია.

თბილისის ტურნირში 24 მონაწილე დარეგისტრირდა – მათ შორის, ცნობილი ვეტერანი სპორტსმენი დავით კაჭარავა და თბილისის პიკელბოლის ფედერაციის პრეზიდენტი ეზეკი ინწკირველი-ჩხეიძე. ფინალში დავით კაჭარავასა და გიორგი კუპრავას დუეტი გავიდა, რომელმაც გამარჯვებაც იზეიმა.

ორგანიზატორებმა გამარჯვებულები და მონაწილეები სიგელებით, პრიზებითა და ფასიანი საჩუქრებით დააჯილდოეს.

მსგავსი