პეტრო პოროშენკო აცხადებს, რომ ევროკავშირში უკრაინის სრულფასოვანი წევრობა არა ათწლეულების, არამედ რამდენიმე წლის საკითხია
პეტრო პოროშენკო აცხადებს, რომ ევროკავშირში უკრაინის სრულფასოვანი წევრობა არა ათწლეულების, არამედ რამდენიმე წლის საკითხია

პეტრო პოროშენკო აცხადებს, რომ ევროკავშირში უკრაინის სრულფასოვანი წევრობა არა ათწლეულების, არამედ რამდენიმე წლის საკითხია. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა კიევში ეროვნული სავაჭრო-ეკონომიკური უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა.

ამასთან, პრეზიდენტმა ურჩია სტუდენტებს, ნუ მოახდენენ კონცენტრაციას კონკრეტულ თარიღებზე. პოროშენკოს თქმით, ის უვიზო რეჟიმის ამოქმედების დაწყების არასწორ თარიღებს ასახელებდა, რათა ევროკავშირზე ზეწოლა მოეხდინა.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ევროკავშირთან დასაახლოებლად აუცილებელი ნაბიჯები გაწერილია ასოცირების შეთანხმებაში.

„რისი გაკეთებაა საჭირო – მე უკვე მკაფიოდ განვსაზღვრე. თუ ასოცირების შეთანხმებას წაიკითხავთ, იქ ყველაფერი განსაზღვრულია“, -აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

„ვამბობდი, რომ ასოცირების შეთანხმება ჩემი საპრეზიდენტო პროგრამაა. რატომ? იმიტომ, რომ მე ვმონაწილეობდი ამ შეთანხმების დაწერაში. ისევე, როგორც ვმონაწილეობდი ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების შესახებ დოკუმენტის შედგენაში, რომელიც არის ყველაზე ამბიციური შეთანხმება, რაც კი ევროკავშირს ჰქონია. დიდ ბრიტანეთს კიდევ მოუწევს მუშაობა, რომ ჰქონდეს ისეთი პირობები, როგორიც ახლა უკრაინას აქვს“, – განაცხადა პოროშენკომ.