პეტრ პაველი - ნატო-ს კომიტეტმა გამოხატა ძლიერი მხარდაჭერა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის მიმართ
პეტრ პაველი - ნატო-ს კომიტეტმა გამოხატა ძლიერი მხარდაჭერა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის მიმართ

ნატო-ს სამხედრო კომიტეტის სხდომაზე, გენშტაბის ხელმძღვანელებმა ალიანსის მისიებსა და ოპერაციებში, განსაკუთრებით ავღანეთის მტკიცე მხარდაჭერის მისიაში, საქართველოს მნიშვნელოვან როლზე ისაუბრეს.

ამის შესახებ ნატო-ს შტაბბინაში გამართულ პრესკონფერენციაზე ნატო-ს სამხედრო კომიტეტის ხელმძღვანელმა პეტრ პაველმა განაცხადა.

გენერალ პეტრ პაველის თქმით, შეხვედრის მონაწილეებმა ძლიერი მხარდაჭერა გამოხატეს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის მიმართ.

ნატო-ს სამხედრო კომიტეტის ხელმძღვანელმა ასევე აღნიშნა, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მხარს უჭერს საქართველოს უსაფრთხოებას.

გენერალური შტაბების უფროსების დონეზე ნატო-ს სამხედრო კომიტეტის სხდომა ბრიუსელში, ნატო-ს შტაბბინაში გაიმართა.