UFC 256-მა სატიტულო ბრძოლა დაკარგა. 12 დეკემბერს, ლას ვეგასში ქვემსუბუქი (bantamweight) წონითი დივიზიონის საჩემპიონო ბრძოლა პეტრ იანსა (15-1) და ალჯამეინ სტერლინგს (19-3) შორის აღარ შედგება.
რუსი ჩემპიონი დაპირისპირებას პერსონალური მიზეზების გამო ჩაეხსნა. ჯერჯერობით კონკრეტული დეტალები ცნობილი არ არის, თუმცა სტერლინგის გუნდელმა, მერაბ დვალიშვილმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ იანი ასპარეზობას სავიზო პრობლემების გამო ვერ ახერხებს.
UFC 256 ის ფარგლებში მეორე სატიტულო ბრძოლა ამანდა ნუნესსა და მეგან ანდერსონს შორის უნდა ჩატარებულიყო, თუმცა ბრაზილიელი ორთაბრძოლას ტრავმის გამო გამოეთიშა.
დიდი ალბათობით, პრომოუშენი UFC 256-ზე სატიტულო ბრძოლას დეივესონ ფიგუეირედოსა და ბრენდონ მორენოს შორის გამართავს.
UFC 256-ის დადასტურებული ბრძოლები
ტონი ფერგიუსონი – ჩარლს ოლივეირა
დვაიტ გრანტი – ლი ჯინგლიანგი
რონალდო სოუზა – მარვინ ვეტორი
ანჯელა ჰილი – ტესია ტორესი
მაკენზი დერნი – ვირნა ჟანდირობა
ომარი ახმედოვი – მეტოქე ჯერჯერობით ცნობილი არ არის
სერგეი სპივაკი – ჯარედ ვანდერა
პეტერ პარეტი – ჩეის ჰუპერი
დალჩა ლუნგიამბულა – კარლ რობერსონი
ბილი კვარანტილო – გევინ ტაკერი
ანდრეა ლი – გილიან რობერტსონი
რაფაელ ფიზიევი – რენატო მოიკანო