იანს არალეგალური ილეთის გამოყენებისთვის დისკვალიფიკაციით წაგება ჩაეთვალა - ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ახალი ჩემპიონი ალჯამეინ სტერლინგია [ვიდეო] #1TVSPORT
იანს არალეგალური ილეთის გამოყენებისთვის დისკვალიფიკაციით წაგება ჩაეთვალა - ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ახალი ჩემპიონი ალჯამეინ სტერლინგია [ვიდეო] #1TVSPORT

UFC 259-ის ფარგლებში დღეს ქვემსუბუქ წონით დივიზიონში (bantamweight) სატიტულო ბრძოლა შედგა. ჩემპიონი პეტრ იანი მერაბ დვალიშვილის თანაგუნდელ ალჯამეინ სტერლინგს დაუპირისპირდა.

პირველი რაუნდი შეიძლება ითქვას, რომ თანაბარ ბრძოლაში წარიმართა. შემდგომ რაუნდებში მცირე უპირატესობას რუსი ჩემპიონი ფლობდა, თუმცა, იმან რაც მეოთხე რაუნდში მოხდა, ალბათ ყველა დამწუხრებული დატოვა. პეტრ იანმა პარტერში მყოფ სტერლინგს მუხლი დაარტყა, რაც აკრძალული ილეთია. ალჯამეინმა ტვინის ძლიერი შერყევა მიიღო და ბრძოლის გაგრძელება ვერ შეძლო. აღნიშნულის გამო, მსაჯებმა იანს დისკვალიფიკაციით წაგება ჩაუთვალეს, ქამარი კი ალჯამეინ სტერლინგს გადაეცა.