ამანდა ნუნესისა და მეგან ანდერსონის ბრძოლა აღარ შედგება
ამანდა ნუნესისა და მეგან ანდერსონის ბრძოლა აღარ შედგება

UFC 256 მთავარი ბრძოლის გარეშე დარჩა. ამანდა ნუნესისა და მეგან ანდერსონის დაპირისპირება 12 დეკემბრის ქარდზე აღარ შედგება. ინფორმაციას ამის შესახებ ESPN და MMA Fighting ავრცელებენ. წყაროს ცნობით, ნუნესი ორთაბრძოლას ტრავმის გამო ჩაეხსნა.

ქალთა შორის საუკეთესო ბრაზილიელ მებრძოლს ქვემსუბუქ წონით დივიზიონში (featherweight) ტიტული კრის საიბორგის დამარცხების შემდეგ მეორედ უნდა დაეცვა. ნუნესმა მიმდინარე წლის ივნისში ფელიცია სპენსერი დაამარცხა.

დიდი ალბათობით, ამანდას ოქტაგონზე 2021 წლამდე ვერ ვიხილავთ. UFC 256-ზე ნუნესისა და ანდერსონის ბრძოლის ნაცვლად, შესაძლოა პეტრ იანისა და ალჯამეინ სტერლინგის სატიტულო დაპირისპირება შედგეს.