პეტერ მადიარმა და ანიტა ორბანმა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი გააკრიტიკეს

15:15, 22.09.2026

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, პეტერ მადიარმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანიტა ორბანმა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა მადიარის კომენტარზე რეაქციის გამო გააკრიტიკეს.

როგორც ცნობილია, უნგრეთმა უარი თქვა უკრაინის მიერ ინიცირებულ „კარპატული რვიანის“ ფორმატთან შეერთებაზე, ანდრეი სიბიგამ კი ამ ფაქტს ორბანის ობსრტუქციული პოლიტიკის გაგრძელება უწოდა.

სიბიგას კომენტარის შეფასებისას, მადიარმა აღნიშნა, რომ სუვერენული სახელმწიფოს მონაწილეობა საერთაშორისო ინიციატივაში წინასწარი კონსულტაციის ან თანხმობის გარეშე, მიუღებელია.

„მე გეხმარებით. იმის მტკიცება, რომ სუვერენული სახელმწიფო მონაწილეობს საერთაშორისო ინიციატივაში („კარპატების ინიციატივა“) თავად ამ სახელმწიფოსთან წინასწარი კონსულტაციის ან თანხმობის გარეშე, აბსოლუტურად მიუღებელია“, – განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა.

ანიტა ორბანმა კი აღნიშნა, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, უნგრეთის ახალმა მთავრობამ „უკრაინის მიმართ კეთილი ნების მრავალი ჟესტი გააკეთა“. „ამიტომ, აქ ანალოგია არ არსებობს ვიქტორ ორბანის მიერ გატარებულ ობსტრუქციულ პოლიტიკასთან“, – განაცხადა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მსგავსი