პერუში მიწისძვრის შედეგად 20 ადამიანი დაშავდა
პერუში მიწისძვრის შედეგად 20 ადამიანი დაშავდა

პერუში მიწისძვრის შედეგად 20 ადამიანი დაშავდა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი კარაველის პროვინციაში, არეკიპას რეგიონში დაფიქსირდა.

პროვინციის გუბერნატორის განცხადებით, სტიქიამ სახლები დააზიანა.

პერუში 7.3 მაგნიტუდის სიძლიერის მიწისძვრა რამდენიმე საათის წინ მოხდა. გამოცხადდა ცუნამის საშიშროება, რომელიც მოგვიანებით მოიხსნა.