პერუს სანაპიროსთან 7,3 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა – გამოცხადებულია ცუნამის საფრთხე

13:56, 14.01.2018

რამდენიმე წუთის წინ პერუს სანაპიროსთან 7,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის ეპიცენტრი პერუს სამხრეთ ნაწილში, დასახლებულ პუნქტ აკარიდან 31 კილომეტრის მოშორებით, 10 კილომეტრის სიღრმეზე დაფიქსირდა.

მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა.

მიწისძვრის ეპიცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე უკვე გამოცხადდა ცუნამის საფრთხე.

მსგავსი