პერუში ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაიღუპა ორი და დაშავდა 65 ადამიანი

17:23, 14.01.2018

პერუში ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაიღუპა ორი და დაშავდა 65 ადამიანი.

ქვეყნის ფიზიკის ინსტიტუტის მონაცემებით, მიწისძვრის სიძლიერემ 6,8 მაგნიტუდა შეადგინა, ეპიცენტრი კი არეკიპის რეგიონში, 10 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა.

სანტიაგო ნეირას პროვინციის გუბერნატორის ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად ათობით სახლი დაზიანდა.

პერუში 7.3 მაგნიტუდის სიძლიერის მიწისძვრა რამდენიმე საათის წინ მოხდა. გამოცხადდა ცუნამის საშიშროება, რომელიც მოგვიანებით მოიხსნა.

მსგავსი