პერუს საკონსტიტუციო სასამართლომ ყოფილი პრეზიდენტი ალბერტო ფუხიმორი პატიმრობიდან გაათავისუფლა
პერუს საკონსტიტუციო სასამართლომ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი ალბერტო ფუხიმორი გაათავისუფლა, რომელიც 25-წლიან სასჯელს ადამიანის უფლებების დარღვევისა და კორუფციისთვის იხდიდა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
ყოფილმა პრეზიდენტმა, რომელიც ხელისუფლებაში 1990-იან წლებში იყო, პრეზიდენტის შეწყალება 2017 წელს მიიღო, თუმცა პერუს უზენაესმა სასამართლომ ქვეყნის ექსპრეზიდენტის შეწყალების გადაწყვეტილება გააუქმა.
ფუხიმირის ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი პენიტენციურ დაწესებულებას დღეს დატოვებს.