პერუს პრეზიდენტმა კონგრესი დაითხოვა, დეპუტატებმა კი ის ქმედუუნაროდ გამოაცხადეს
პერუს პრეზიდენტმა კონგრესი დაითხოვა, დეპუტატებმა კი ის ქმედუუნაროდ გამოაცხადეს. როგორც ქვეყნის კონგრესის თავმჯდომარე პედრო ოლეაჩეამ განაცხადა, რესპუბლიკის პრეზიდენტი მარტინ ვისკარა ძალაუფლებას ჩამოშორებულია. მანამდე ვისკარამ საკანონმდებლო ორგანოს დათხოვნის გადაწყვეტილება მიიღო.
„პარლამენტის სხდომაზე მივიღეთ რეზოლუცია, რომელითაც პერუს პრეზიდენტი ქმედუუნაროდ გამოცხადდა, რადგან მან საკონსტიტუციო წყობა დაარღვია“, – ნათქვამია კონგრესის „ტვიტერის“ გვერდზე.
პარლამენტის თანხმობით, პერუს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად ვიცე-პრეზიდენტი მერსედეს არაოსი დანიშნეს.
პერუს პრეზიდენტმა კონგრესის დათხოვნის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა არჩევნებამდე, დეპუტატებმა უარი თქვეს პერუს მინისტრთა საბჭოსთვის უნდობლობის გამოცხადებაზე.