პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს სილამაზის სალონის ფეისბუქლაივის გამო მიმართეს
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს სილამაზის სალონის ფეისბუქლაივის გამო მიმართეს

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს სილამაზის სალონის ფეისბუქლაივის გამო მიმართეს. ამის შესახებ უწყების 2018 წლის ანგარიშშია საუბარია.

ინსპექტორს მიმართა მოქალაქემ, რომელმაც მიუთითა, რომ სილამაზის სალონში ვიზიტისას, პროცედურის დაწყებამდე შესთავაზეს მომსახურების პროცესის რეალურ დროში ვიდეოგადაღება და სოციალურ ქსელში გასაჯაროება, რაზეც თანხმობა განაცხადა. ვიდეოჩანაწერი განთავსდა სალონის სოციალური ქსელის გვერდზე.

გარკვეული პერიოდის შემდგომ მოქალაქემ არაერთგზის მოსთხოვა ადმინისტრაციას ვიდეოჩანაწერის წაშლა, თუმცა სალონმა კანონით დადგენილ ვადაში ვიდეოჩანაწერის წაშლა ვერ უზრუნველყო.

ადმინისტრაციული სახდელის სახით გაფრთხილების შეფარდების შემდეგ სალონმა ჩანაწერი წაშალა.