პერინს „მილანში“ თამაში სურს
პერინს „მილანში“ თამაში სურს

მსოფლიო ჩემპიონის ჯანლუიჯი ბუფონის ტურინულ გრანდში დაბრუნების შემდეგ, მატია პერინს „იუვენტუსში“ დარჩენა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა.

როგორც იტალიური მედია იტყობინება, იტალიელი მეკარის ყიდვა „პორტოს“ სურს, მაგრამ თვითონ ფეხბურთელს გული „მილანისკენ“ მიუწევს, სადაც თავს დონარუმას შემცვლელად მოიაზრებს.

პორტუგალიური კლუბის გარდა, პერინით ანდალუსიური „სევილია“ და ლისაბონის „ბენფიკაც“ არის დაინტერესებული „იუვენტუსმა“ კიპერი „ჯენოადან“ 12 მილიონ ევროდ წინა ზაფხულს შეიძინა.