პერ ეკლუნდი - საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით ამ ეტაპზე მთავარი პრობლემა ის არის, რომ პროცესი ჯერ არ დაწყებულა
პერ ეკლუნდი - საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით ამ ეტაპზე მთავარი პრობლემა ის არის, რომ პროცესი ჯერ არ დაწყებულა

საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით ამ ეტაპზე მთავარი პრობლემა ის არის, რომ პროცესი ჯერ არ დაწყებულა, – ამის შესახებ NDI-ის წარმომადგენელი პერ ეკლუნდმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც პერ ეკლუნდმა აღნიშნა, საქართველოს პრეზიდენტმა უნდა გადაწყვიტოს და დაასახელოს თარიღი და უნდა გამოჩნდნენ კანდიდატები, რომ წინასაარჩევნო პერიოდი დაიწყოს.

„მთავარი პრობლემა ამ ეტაპზე ისა არი, რომ წინასაარჩევნო პროცესი ჯერ არ დაწყებულა, ნაწილობრივ იმიტომ, რომ ჯერ არ ვიცით არჩევნების თარიღი, არ ვიცით კანდიდატის ვინაობა. პირველი, რაც ვთქვით ჩვენს რეკომენდაციებში იყო ის, რომ პრეზიდენტმა უნდა გადაწყვიტოს და დაასახელოს თარიღი. უნდა გამოჩნდნენ კანდიდატები, რომ წინასაარჩევნო პერიოდი დაიწყოს და გააღრმავოს ინტერესი მოახლოვებული არჩევნების მიმართ. მნიშვნელოვანია, რომ ამ არჩევნებზე იყოს ამომრჩევლის მაღალი აქტივობა, მნიშვნელოვანია, მოხდეს ამომრჩევლის წახალისება, რომ მიიღონ მონაწილეობა პროცესში და დააფიქსირონ თავიანთი ხმა. მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ პრეზიდენტის ძალაუფლება კლებულობს, მას მაინც აქვს თავისი როლი საზოგადოებისთვის”, – განაცხადა ეკლუნდმა.

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) წარმომადგენლებმა დღეს საქართველოს პრეზიდენტს მოუწოდეს, რომ რაც შეიძლება მალე გამოაცხადოს საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი.