NDI – საქართველოს პრეზიდენტმა რაც შეიძლება მალე უნდა გამოაცხადოს საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი

15:45, 27.07.2018

საქართველოს პრეზიდენტმა რაც შეიძლება მალე უნდა გამოაცხადოს არჩევნების თარიღი, რათა კამპანიასთან დაკავშირებული რიგი რეგულაციები ამოქმედდეს, კანდიდატებსა და პარტიებს ოფიციალური კამპანიის დაწყების შესაძლებლობა მიეცეთ, – ამის შესახებ ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) წარმომადგენლებმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს.

როგორც დღეს NDI-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, 2018 წლის ოქტომბერში დანიშნული საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოების მიუხედავად, ბევრი საკითხი კვლავ ბუნდოვანია, არჩევნების თარიღი ჯერ დანიშნული არ არის; მმართველ პარტიას („ქართული ოცნება“) ჯერ არ გადაუწყვეტია, დაასახელებს თუ არა კანდიდატს; გადაწყვეტილება არჩევნებში მონაწილეობის შესახებ არც ამჟამინდელ პრეზიდენტს მიუღია.

“საპრეზიდენტო არჩევნები არის შესაძლებლობა კანდიდატებისა და პარტიებისთვის, წარმოადგინონ დამარწმუნებელი ხედვა, რათა მუხტი შემოიტანონ საზოგადოებაში, რომელიც პოლიტიკური ლიდერებით იმედგაცრუებულია”, – განაცხადეს NDI-ის წარმომადგენლებმა. 

 

მსგავსი