პეპ გვარდიოლას მანუელ ნოიერის ნახევარმცველად გამოყენება სურდა
პეპ გვარდიოლას მანუელ ნოიერის ნახევარმცველად გამოყენება სურდა

„ბაიერნის“ მმართველი საბჭოს თავმჯდომარემ კარლ-ჰაინც რუმენიგემ ჟურნალისტებს მოუყვა იმის შესახებ, რომ გუნდის ყოფილ მთავარ მწვრთნელს ხოსეპ გვარდიოლას უნდოდა მეკარე მანუელ ნოიერი წინა ხაზის მოთამაშედ გამოეყენებინა.

„მას შემდეგ, რაც კლუბმა ვადაზე ადრე მოიპოვა ტიტული, გვარდიოლას გაუჩნდა იდეა – ნოიერისთვის მიეცა შესაძლებლობა ეთამაშა ნახევარდაცვაში. დიდი ძალისხმევა დაგვჭირდა იმისთვის, რომ უარი ეთქვა ამ გეგმაზე. ასეთი ნაბიჯი, შესაძლოა, განხილული ყოფილიყო, როგორც ქედმაღლობა. და მაინც, მგონია, რომ ნოიერი კარგი იქნებოდა ნახევარდაცვაში“, – თქვა რუმენიგემ.

გვარდიოლა „ბაიერნს“ სათავეში 2013 წლიდან უდგას. მასთან ერთად, კლუბი სამჯერ გახდა ბუნდესლიგის ჩემპიონი, ორჯერ მოიგო ქვეყნის თასი და თითოჯერ უეფას სუპერთასი და კლუბებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატი. ესპანელმა გერმანული კლუბი 2016 წელს დატოვა.