პეპ გვარდიოლა საუკეთესო საკლუბო მწვრთნელია ევროპაში (ESPN-ის ვერსია) #1TVSPORT
ამერიკულმა ტელეკომპანია ESPN-მა წარმოადგინა ევროპის 50 საუკეთესო მწვრთნელის რეიტინგი. სიას სათავეში ჩაუდგა „მანჩესტერ სიტის“ დამრიგებელი პეპ გვარდიოლა.
რეიტინგი შეადგინეს ექვსი მახასიათებლის მიხედვით: სამწვრთნელო უნარები, ფეხბურთის სტილი, ადამიანების მართვა, კომუნიკაცია (ბოსების დარწმუნების უნარები, პრესასთან მუშაობა), მიღწევები, X-ფაქტორი (იგულისხმება გაკვირვების მომენტი, მდგრადობა წარუმატებლობების მიმართ).
რეიტინგში ითვალისწინებდნენ მხოლოდ საკლუბო მწვრთნელებს. კლასიფიკაციის მიღმა დარჩნენ ის მწვრთნელები, რომლებიც ორ წელზე მეტია, სამუშაოს გარეშე არიან.
რეიტინგი შემდეგნაირად გამოიყურება:
1. პეპ გვარდიოლა (მანჩესტერ სიტი), 2. კარლო ანჩელოტი (რეალი), 3. იურგენ კლოპი (უკლუბოდ), 4. მიკელ არტეტა (არსენალი), 5. ჩაბი ალონსო (ლევერკუზენი), 6. ლუის ენრიკე (პარი სენ-ჟერმენი), 7. სიმონე ინძაგი (ინტერი), 8. ჯანპიერო გასპერინი (ატალანტა), 9. მაურისიო პოჩეტინო (უკლუბოდ), 10. ერნესტო ვალვერდე (ბილბაო), 11. ტიაგო მოტა (იუვენტუსი), 12. თომას ტუხელი (უკლუბოდ), 13. უნაი ემერი (ასტონ ვილა), 14. დიეგო სიმეონე (ატლეტიკო), 15. არნე სლოტი (ლივერპული), 16. რუბენ ამორიმი (სპორტინგი), 17. ჟოზე მოურინიო (ფენერბახჩე), 18. ჰანს-დიტერ ფლიკი (ბარსელონა), 19. სტეფანო პიოლი (უკლუბოდ), 20. ჩავი (უკლუბოდ)… 28. მასიმილიანო ალეგრი (უკლუბოდ)… 34. ერიკ თენ ჰაგი (მანჩესტერ იუნაიტედი)… 36. ანტონიო კონტე (ნაპოლი)… 42. ვენსან კომპანი (ბაიერნი).