პენტაგონში აცხადებენ, რომ უკრაინის საზღვრებთან რუსეთის შეიარაღებული ძალების ქმედებები შეშფოთებას იწვევს
პენტაგონში აცხადებენ, რომ უკრაინის საზღვრებთან რუსეთის შეიარაღებული ძალების ქმედებები შეშფოთებას იწვევს

პენტაგონში აცხადებენ, რომ უკრაინის საზღვრებთან რუსეთის შეიარაღებული ძალების ქმედებები შეშფოთებას იწვევს. ამის შესახებ აშშ-ის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბების კომიტეტის მეთაურმა, გენერალმა მარკ მილიმ განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთისა და უკრაინის საზღვარზე არსებული ვითარება აშშ-ისა და ნატო-ს წევრი სახელმწიფოების ინტერესებისთვის მნიშვნელოვანია.

„საქმე ეხება აშშ-ისა და ნატო-ს წევრი სახელმწიფოების მნიშვნელოვან სახელმწიფო ინტერესებს და ეს ინტერესები იქნება ფსონზე, თუკი რუსები ღია სამხედრო აგრესიულ ქმედებას მიმართავენ იმ ქვეყნის წინააღმდეგ, რომელიც დამოუკიდებელია 1991 წლიდან“, – განაცხადა მარკ მილიმ.

ამერიკელი გენერლის თქმით, პენტაგონი ყურადღებით აკვირდება უკრაინის საზღვართან რუსული შეიარაღებული ძალების გადაადგილებას. ამასთან, მილიმ უარი თქვა დაესახელებინა ნაბიჯები, რომლებსაც აშშ განიხილავს რუსეთის მხრიდან უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში.

დატოვე კომენტარი