პენტაგონის შენობის მიმდებარედ სროლა იყო
პენტაგონის შენობის მიმდებარედ სროლა იყო

აშშ-ში, პენტაგონის შენობის მიმდებარედ არსებული საზოგადოებრივი ტრანსპორტის სადგურზე სროლის შემდეგ, ქვეყნის თავდაცვის უწყების შენობა ბლოკირებულია. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

ინციდენტი მოხდა პენტაგონის იმ ძირითადი შესასვლელის სიახლოვეს, საიდანაც ყოველდღიურად ათასობით თანამშრომელი გადაადგილდება.

„ვადასტურებთ, რომ პენტაგონი ამჟამად ბლოკირებულია, მის სიახლოვეს მომხდარი ინციდენტის გამო“, – განაცხადა აშშ-ის თავდაცვის უწყების დაცვის წარმომადგენელმა, კრის ლეიმანმა და საზოგადოებას მოუწოდა, რომ ტერიტორიას მოერიდონ.