პენტაგონი სირიაში ფოსფორის ბომბების გამოყენების შესახებ რუსეთის ბრალდებას უარყოფს
პენტაგონი სირიაში ფოსფორის ბომბების გამოყენების შესახებ რუსეთის ბრალდებას უარყოფს

პენტაგონში აცხადებენ, რომ სირიაში ფოსფორის ბომბების გამოყენების შესახებ რუსეთის ბრალდება უსაფუძვლოა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

როგორც აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელმა, შონ რობერტსონმა განაცხადა, ამჟამად აშშ არ ფლობს სირიაში თეთრი ფოსფორის გამოყენების შესახებ რაიმე ცნობებს.

პენტაგონის წარმომადგენელის თქმით, დეირ-ეზ-ზორის პროვინციაში არცერთ შეიარაღებულ ფორმირებას არ გააჩნია ფოსფორის შეიარაღება.

რუსული მხარის მტკიცებით, 8 სექტემბერს F-15-ის ტიპის ორმა ამერიკულმა თვითმფრინავმა სირიის დეირ-ეზ-ზორის პროვინციის ქალაქ ჰაჯინში ფოსფორის ბომბები ჩაყარა. დაშავებულებისა და გარდაცვლილების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

დეირ ეზ-ზორის პროვინციაში ტერიტორიის ზოგიერთ რაიონებს, მათ შორის ქალაქ ჰაჯინს, ე.წ. ისლამური სახელმწიფო აკონტროლებს.

თეთრი ფოსფორის გამოყენება 1949 წლის ჟენევის კონვენციითაა აკრძალული.