პელე - მბაპეს შეუძლია ახალი პელე გახდეს
პელე - მბაპეს შეუძლია ახალი პელე გახდეს

მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა პელემ საკუთარი აზრი გამოთქვა „პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდ კილიან მბაპეს შესახებ. ლეგენდარული ბრაზილიელის სიტყვებით, ფრანგ ვუნდერკინდს შეუძლია უდიდეს სიმაღლეებს მიაღწიოს და თვით პელეს გაუტოლდეს.

„მან მოიგო მსოფლიოს ჩემპიონატი 19 წლის ასაკში, მე 17 წლის ვიყავი“, – მოჰყავს „ფრანს ფუტბოლს“ პელეს სიტყვები. – „ვიღაც ფიქრობს, რომ ვიხუმრე, როცა ვთქვი, რომ ის თითქმის გამითანაბრდა. მაგრამ ეს ხუმრობა არ არის. ვფიქრობ, მას შეუძლია გახდეს ახალი პელე“.

20 წლის ფრანგმა ფეხბურთელმა მეოთხე ადგილი დაიკავა „ოქროს ბურთის“ გამოკითხვაში.