პელე - ერთხელაც, მე და დიეგო ზეცაში ვითამაშებთ ფეხბურთს
პელე - ერთხელაც, მე და დიეგო ზეცაში ვითამაშებთ ფეხბურთს

ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი პელე გამოეხმაურა ახალ ამბავს არგენტინელი ლეგენდის დიეგო მარადონას გარდაცვალების შესახებ.

„ძალიან სამწუხაროა მეგობრის ასე დაკარგვა. ერთხელაც, ზეცაში ჩვენ ისევ ერთად ვითამაშებთ ფეხბურთს“, – განაცხადა „ფეხბურთის მეფემ“.

ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი დიეგო მარადონა 60 წლის ასაკში გულის შეტევით გარდაიცვალა.