პეკინი 2022 | ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნის საზეიმო ცერემონიალზე საქართველო ცხრა სპორტსმენით წარდგა [ვიდეო] #1TVSPORT

დღეს, 4 თებერვალს, თბილისის დროით 16:00 საათზე პეკინის ზამთრის XXIV ოლიმპიური თამაშები საზეიმოდ გაიხსნა, რომლის პირდაპირ რეპორტაჟსაც მაყურებელი საქართველოს პირველ არხზე ადევნებდა თვალს.

საქართველოს ოლიმპიური გუნდი ჩინეთის დედაქალაქში ცხრა სპორტსმენით ასპარეზობს და ეს ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ჩვენი ქვეყნის ნაკრებისთვის რეკორდული მაჩვენებელია.

პეკინი 2022-ის გახსნის საზეიმო ცერემონიალზე ჩვენი ოლიმპიური ნაკრების მედროშეებად ნინო წიკლაური და მორის ყვითელაშვილი წარდგნენ.

საქართველოს ოლიმპიური ნაკრების წევრები პეკინი 2022-ზე

მორის ყვითელაშვილი – ფიგურული ციგურაობა, ერთეულთა სრიალი (კაცები)

ანასტასია გუბანოვა – ფიგურული ციგურაობა, ერთეულთა სრიალი (ქალები)

მარია კაზაკოვა/გიორგი რევია – ფიგურული ციგურაობა, ყინულზე ცეკვა (სერეული წყვილები)

კარინა საფინა/ლუკა ბერულავა – ფიგურული ციგურაობა, სპორტული სრიალი (შერეული წყვილები)

ნინო წიკლაური – სამთო თხილამურობა

სოსო ჯაფარიძე – სამთო თხილამურობა

საბა ქუმარიტაშილი – მოციგავე