პეკინი 2022 | მორის ყვითელაშვილი მეოთხეა [ვიდეო] #1TVSPORT

პეკინის ზამთრის ოლიმპიადა ქართველ სპორტსმენთაგან მორის ყვითელაშვილმა გახსნა. ის ჩვენი გუნდის დანარჩენ წევრებთან ერთად გუნდურ პირველობაზე ასპარეზობს. მოკლე პროგრამით გამოსვლა მორისმა სუფთად შეასრულა და საბოლოოდ 92.37 ქულა დაიმსახურა.

ეს მაჩვენებელი საკმარისი აღმოჩნდა მეოთხე პოზიციის დასაკავებლად.

დღესვე ველით ორ წყვილს – რითმულ ცეკვებში მარია კაზაკოვასა და გიორგი რევიას, სპორტულ ცეკვებში ლუკა ბერულავასა და კარინა საფინას.