პეკინი 2022 | კაზაკოვა-რევიას გამოსვლის შემდეგ საქართველო მეექვსე პოზიციაზეა [ვიდეო] #1TVSPORT

პეკინი 2022-ზე ფიგურილი ციგურაობის გუნდურ შეჯიბრებაში ჩაერთნენ მარია კაზაკოვა და გიორგი რევია.

რითმულ ცეკვებში ისინი მეოთხეები გამოვიდნენ და მსაჯებისგან 64.60 ქულა დაიმსახურეს. ამ მაჩვენებლით ქართული წყვილი მერვე პოზიციაზე იყო. საერთო ჩათვლაში კი კაზაკოვა-რევიასა და მორის ყვითელაშვილის გამოსვლების შემდეგ საქართველო მეექვსე ადგილზეა.

დღესვე  სპორტულ ცეკვებში ვიხილავთ ლიკა ბერულავასა და კარინა საფინას.