პეკინი 2022 | ბიატლონის ტურნირის ბოლო რბოლა ნორვეგიელმა იოჰანეს ბომ მოიგო #1TVSPORT
პეკინი 2022 | ბიატლონის ტურნირის ბოლო რბოლა ნორვეგიელმა იოჰანეს ბომ მოიგო #1TVSPORT

პეკინში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე დღეს ბიატლონის ტურნირის ბოლო რბოლა გაიმართა. მას-სტარტი კაცებში 15 კმ-ზე ძალიან საინტერესოდ წარიმართა და საბოლოოდ იოჰანეს ბოს გამარჯვებით დასრულდა.

ნორვეგიელმა პეკინის ოლიმპიადაზე მეოთხე ოქროს მედალი მოიგო. მეორე ადგილზე შვედი მარტინ პონსილიუმა გავიდა. იგი ბოს 40.3 წამით ჩამორჩა. ბრინჯაოს მედლის მფლობელი კი ასევე ნორვეგიელი ვეტელ კრისტიანსენი გახდა.

პეკინის ოლიმპიადაზე ასევე გაიმართა მას-სტარტი ქალებში 12.5 კმ-ზე, რომელიც ყველასთვის მოულოდნელად ფრანგმა ჟუსტინ ბრაისა-ბუშემ მოიგო. დღევანდელი რბოლებით პეკინის ზამთრის 2022 წლის ოლიმპიადაზე ბიატლონის ტურნირი დასრულდა.