პეკინი 2022 | ბერულავა-საფინას წყვილი ფიგურულ ციგურაობაში მოკლე პროგრამით მეცხრე პოზიციაზეა [ვიდეო] #1TVSPORT
პეკინი 2020-ზე დასრულდა მოკლე პროგრამა სპორტულ ცეკვებში. ფიგურული ციგურაობის ამ სახეობაში საქართველოს სახელით მოასპარეზე წყვილმა, ლუკა ბერულავამ და კარინა საფინამ მეცხრე ადგილი დაიკავა.
ზამთრის ოლიმპიადებზე ქართველების საუკეთესო მაჩვენებელი მეათე ადგილია. 2006 წელს ეს მეათე იყო, ელენე გედევანიშვილი, ხოლო პეკინი 2022-ზე – მორის ყვითელაშვილი.
ბერულავა-საფინას წყვილს ქართული რეკორდის გაუმჯობესების კარგი შანსი აქვს. ისინი 19 თებერვალს თავისუფალ პროგრამას წარმოადგენენ. დაჯამდება მოკლე და თავისუფალი პროგრამების შედეგები და, იმედი დავიტოვოთ, რომ ისინი შეჯიბრებას ათეულში დაასრულებენ.
რაც შეეხება სპორტული ცეკვების პირველ დღეს, კარინა საფინამ და ლუკა ბერულავამ მსაჯებისგან 66.11 ქულა დაიმსახურეს. 84.81 ქულით მოკლე პროგრამაში პირველი ადგილი ვენჯინგ სუისა და კონგ ჰანის ჩინურ დუეტს ერგო.