პედრო სანჩესი ინიციატივით გამოდის, რომ მიგრანტებისთვის ესპანეთში დასახლების გზები უფრო გამარტივდეს
ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი ახალი ინიციატივით გამოდის, რომ მიგრანტებისთვის ესპანეთში დასახლების გზები უფრო გამარტივდეს, რაც, სანჩესის აზრით, ქვეყნის ეკონომიკისთვის სასარგებლო უნდა იყოს.
„მიგრაცია მხოლოდ ჰუმანიტარიზმის საკითხი არ არის. ის ასევე აუცილებელია ჩვენი ეკონომიკის კეთილდღეობისა და მდგრადობისთვის. მთავარი ამოცანა არის ამის სწორი მართვა“, – განაცხადა სანჩესმა.
ესპანეთის პრემიერის თქმით, ქვეყანა იმუშავებს, რათა გაუადვილოს მიგრანტებს მთელი რიგი ინიციატივები, მათ შორის, დროებითი მუშაკებისთვის აკადემიური კვალიფიკაციის აღიარება, შრომითი მიგრაციის ახალი პროგრამის ნაწილის სახით, გამარტივდება კონტრაქტები და ბინადრობის განაცხადებზე ბიუროკრატია შემცირდება.
სანჩესმა, თქვა, რომ დაბალი კვალიფიკაციის მქონე მიგრანტებიც ეხმარებიან ეკონომიკას, მუშაობენ „უხილავ სამუშაოებში“. მისი თქმით, მათ გარეშე არ იარსებებს ისეთი სექტორები, როგორიცაა მშენებლობა და სოფლის მეურნეობა.
ამასთან, მედია წერს, ესპანეთში ანტიმიგრანტული განწყობები იზრდება. როგორც „ელ პაისის“ მიერ გამოქვეყნებულმა ბოლო გამოკითხვამ აჩვენა, გამოკითხულთა 57 პროცენტი ფიქრობს, რომ ქვეყანაში ძალიან ბევრი ემიგრანტია.