პედრო როდრიგესმა 39 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა დაასრულა #1TVSPORT
ესპანელმა ფეხბურთელმა, პედრო როდრიგესმა 39 წლის ასაკში კარიერა ოფიციალურად დაასრულა.
ესპანეთის ნაკრებისა და „ბარსელონას“ ყოფილი წევრი ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელია ისტორიაში – ის კარიერის მანძილზე თითქმის ყველა შესაძლო გუნდურ ჯილდოს დაეუფლა.
პედრო არის მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი, ჩემპიონთა ლიგის სამგზის გამარჯვებული. ასევე მოგებული აქვს ევროპის ლიგა და ინგლისის პრემიერლიგა „ჩელსის“ რიგებში.
როდრიგესი ბოლოს რომაული „ლაციოს“ ღირსებას იცავდა.