პედაგოგის ინფორმაციით, გორში მკვლელობისთვის დაკავებულის ტელეფონში ცხრა წლის გოგონას ფოტოები აღმოჩნდა 
პედაგოგის ინფორმაციით, გორში მკვლელობისთვის დაკავებულის ტელეფონში ცხრა წლის გოგონას ფოტოები აღმოჩნდა 

გორში მკვლელობისთვის დაკავებულის ტელეფონში ცხრა წლის გოგონას ფოტოები აღმოჩნდა, – ამის შესახებ ბავშვის პედაგოგმა პირველ არხს განუცხადა.

“ბებია ამბობდა, რომ შორიდან გადაუღია სურათები. ფოტოები მის ტელეფონში იყოო, უთვალთვალებდა ალბათ. რაში სჭირდებოდა 33 წლის კაცს ეს სურათები, რისთვის? არ ვიცი, რა ხდება”, – ამბობს მოკლული ბავშვის პედაგოგი მერი მამისთვალოვი.

მისივე ინფორმაციით, ის სამძიმარზე იმყოფებოდა და ნახა ცხედარი, რომელსაც კისრის არეში სიწითლე, თავის არეში კი დაჟეჟილობები აღენიშნება.

გორში, მდინარე ლიახვის ნაპირზე ცხრა წლის გოგონა მოკლული გუშინ იპოვეს.  

მკვლელობაში ბრალდებული ი.ნ. დღეს დააკავეს.