პაულუ ფონსეკა ჰაინკესის შეცვლის ერთ-ერთი კანდიდატია
პაულუ ფონსეკა ჰაინკესის შეცვლის ერთ-ერთი კანდიდატია

დონეცკის “შახტარის” დამრიგებელი პაულუ ფონსეკა ერთ-ერთი კანდიდატია მიუნხენის “ბაიერნის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე.
როგორც ცნობილია, მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, გერმანიის ჩემპიონს დატოვებს იუპ ჰაინკესი, რომელმაც, მანამდე, ვადაზე ადრე დათხოვნილი კარლო ანჩელოტი შეცვალა.

გერმანული გაზეთის Bild-ის ინფორმაციით, ფონსეკას კანდიდატურა უკვე შესთავაზეს მიუნხენური კლუბის ხელმძღვანელებს – კარლ-ჰაინც რუმენიგესა და ჰასან სალიჰამიჯიჩს. თუმცა, იმასაც წერენ, რომ “ბაიერნში” მუშაობს დაწყების მნიშვნელოვანი კრიტერიუმი – გერმანული ენის ცოდნაა.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეექვსე ტურში, “შახტარმა” სეზონში პირველი მარცხი აგემა “მანჩესტერ სიტის” (2:1) და თავისი არსებობის ისტორიაში მეოთხედ გავიდა პლეი ოფში. ამ მატჩის შემდეგ, ფონსეკა პრესკონფერენციაზე ზოროს ნიღბით გამოცხადდა.