ახალი საკონსტიტუციო ცვლილების ინიცირების მიზნით, „პატრიოტთა ალიანსი“ ხელმოწერებს აგროვებს
ახალი საკონსტიტუციო ცვლილების ინიცირების მიზნით, „პატრიოტთა ალიანსი“ ხელმოწერებს აგროვებს

ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსი“ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირების მიზნით, დეპუტატების ხელმოწერებს აგროვებს.

საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირებას 76 დეპუტატის ხელმოწერა სჭირდება.

როგორც ჟურნალისტებს ფრაქციის თავმჯდომარემ, გიორგი ლომიამ განუცხადა, ხელმოწერების შეგროვების იმედი აქვს.

„იმედი გვქონდა, რომ დღეს, პლენარული სხდომა ჩატარდებოდა და სხდომაზე 76 ხმის მოგროვება გაგვიადვილდებოდა, მაგრამ სამწუხაროდ, სხდომა გააუქმეს. ამის შესახებ დილით გავიგეთ. სია ამოვიღეთ, ვინც მხარი დაუჭირა და ინდივიდუალურად გვიწევს კონტაქტი და ხელმოწერების შეგროვება. იმედია, ვინც კრიტიკულად იყო განწყობილი გონს მოვა და არ დააყენებს ქვეყანას რეალური კრიზისის წინაშე და პროექტს მხარს დაუჭერენ. არ მგონია, აქციების ფონზე რომელიმე დეპუტატმა გაუძლოს, თუნდაც ხალხის ფსიქოლოგიურ ზეწოლას და პროექტის წინააღმდეგ წავიდეს. თუ აქცია არ იქნება საკმარისი, დეპუტატებს დესტრუქციას საკუთარ რეგიონებში ხალხი მოუწყობს“, – განაცხადა ლომიამ.

„პატრიოტთა ალიანსმა“ საქართველოს პარლამენტს ახალ საარჩევნო კანონპროექტი შესთავაზა. რომლის მიხედვითაც, 0,67 პროცენტიანი ბუნებრივი ბარიერი შეიცვლება ბუნებრივი ბარიერით – 0,7% .