„პატრიოტთა ალიანსი“ „ევროპული საქართველოს“ ინიციატივასთან დაკავშირებით კონსულტაციებში ჩართვას არ გეგმავს
„პატრიოტთა ალიანსი“ „ევროპული საქართველოს“ ინიციატივასთან დაკავშირებით კონსულტაციებში ჩართვას არ გეგმავს

„პატრიოტთა ალიანსი“ „ევროპული საქართველოს“ ინიციატივასთან დაკავშირებით კონსულტაციებში ჩართვას არ გეგმავს.

ბეჟან გუნავას განცხადებით, მათი პარტია უკვე წლებია, „ევროპული საქართველოს“ ლიდერების გასამართლებას ითხოვს და მათ შემოთავაზებას მათთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.

„საქართველოს პატრიოტები“ ვართ ის ძალა, რომლებიც ვითხოვთ „ევროპული საქართველოს“ ლიდერების გასამართლებას. ამავდროულად, მიგვაჩნია, რომ „ევროპულ საქართველოს“ არანაირი საზოგადოებრივი მხარდაჭერა არ აქვს. აქედან გამომდინარე, მათ შემოთავაზებას ჩვენთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ქვეყანაში პოლიტიკური ვითარება, პროცესები ბევრჯერ შეიცვლება და ჩვენ ვიმოქმედებთ იმ პოლიტიკური კონფიგურაციიდან და საზოგადოებრივი დაკვეთიდან გამომდინარე, რასაც მივიღებთ 2020 წლის პარლამენტის შედეგად.

დღეს პროგნოზირება შეუძლებელია, როგორი პოლიტიკური ვითარება იქნება. შეიძლება, „ქართულ ოცნებას“ მოუწიოს სხვასთან კოალიციაში შესვლა, ვინაიდან პროცესები ძალიან სწრაფად იცვლება ქვეყანაში და რა სურათი გვექნება 2020 წლის საარჩევნო პერიოდში, როგორი საარჩევნო შედეგები გვექნება, ამის პროგნოზირება დღეს ნაადრევია. ამ წუთას ვერ დავუშვებთ ამას“, – განაცხადა ბეჟან გუნავამ.

პარტიები „ევროპული საქართველო“ და „თავისუფალი დემოკრატები“ ყველა ოპოზიციურ პარტიას მოუწოდებენ, ხმამაღლა განაცხადონ, რომ 2020 წლის არჩევნების შემდეგ ბიძინა ივანიშვილს მთავრობას არ შეუქმნიან და მათთან ერთად არ შევლენ კოალიციაში.