პატრიკ ვიეირა იტალიის სერია A-ს კლუბის, „ჯენოას“ ახალი მთავარი მწვრთნელი გახდა, – იტყობინება კლუბის პრესსამსახური.
48 წლის ფრანგმა ამ პოსტზე ალბერტო ჯილარდინო შეცვალა, რომელიც გუნდს 2022 წლის დეკემბრიდან ხელმძღვანელობდა. მიმდინარე სეზონში „ჯენოა“ 10 ქულით მე-17 ადგილზეა გათამაშების ცხრილში.
ვიეირა უმუშევარი იყო 2024 წლის ივლისიდან, როცა „სტრასბური“ დატოვა. მანამდე ის ხელმძღვანელობდა „კრისტალ პალასს“, „ნიცას“, „ნიუ იორკ სიტისა“ და „მანჩესტერ სიტის“ ახალგაზრდულ გუნდს.