„ნიუ იორკ ნიქსის“ ლეგენდას პატრიკ იუინგს, რამდენიმე დღის წინ კორონავირუსის დიაგნოზი დაუდგინეს. ჯორჯთაუნის გუნდის ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი საავადმყოფოში მკურნალობდა. როგორც დღეს გახდა ცნობილი, 57 წლის იუინგი ექიმებმა უკვე სახლში გაწერეს.
საბედნიეროდ, პატრიკის მდგომარეობა სამედიცინო დაწესებულებაში მკვეთრად გაუმჯობესდა და სწორედ ამიტომ, მედიკოსებმა სახლში წასვლის ნება დართეს. ამ ამბავთან დაკავშირებით, პატრიკ იუინგის შვილმა ოფიციალური განცხადება სოციალურ ქსელში გაავრცელა.