დევიდ ბლატი მუშაობას „ნიუ იორკ ნიქსში“ იწყებს
დევიდ ბლატი მუშაობას „ნიუ იორკ ნიქსში“ იწყებს

დევი ბლატი ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში ბოლოს 2015 წელს მუშაობდა, როდესაც ლებრონ ჯეიმსის „კლივლენდს” წვრთნიდა. მაშინ ბლატმა „კავალიერსთან” ერთად ლიგის ფინალურ სერიამდე მიაღწია და სუპერფინალი „გოლდენ სტეიტთან” დათმო. მას შემდეგ 60 წლის სპეციალისტი ევროპაში „დარუშაფაკას” ხელმძღვანელობდა. იმუშავა ასევე პირეოსის „ოლიმპიაკოსში”. 5 წლის შემდეგ ბლატი ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციას უბრუნდება, თუმცა არა მთავარი მწვრთნელის რანგში.

„ნიუ იორკ ნიქსმა” ოფიციალურად დაადასტურა, რომ დევიდ ბლატი გუნდში პრეზიდენტის, სტივ მილსის კონსულტანტად იმუშავებს.

შეგახსენებთ, რომ „ნიქსმა” სულ ცოტა ხნის წინ გაათავისუფლა მთავარი მწვრთნელი დევიდ ფიზდეილი.